Tiandy-ის შესახებ

Tiandy დაარსდა 1994 წელს, დღეის მდგომარეობით კომპანია წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ მწარმოებელს CCTV სფეროში, ხოლო მიმდინარე მსოფლიო რეიტინგის თანახმად ის შესულია ლიდერი კომპანიების ხუთეულში. Tiandy თავის მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე ქსელური კამერების ფართო სპექტრს, ხოლო მისი უახლესი სტანდარტის R&D ლაბორატორიის კვალიფიციური ინჟინრების რიცხვი შეადგენს 800-ზე მეტ სპეციალისტს, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე და მათ შემდგომ განვითარებაზე. ქარხანაში მოქმედი ხარისხის კონტროლის სისტემის გამოყენებით, დეფექტური პროდუქციის ოდენობა 0.3%-ზე დაბალია, რამაც განაპირობა კომპანიისთვის ISO9001 სტანდარტის სერტიფიკატის მინიჭება. აგრეთვე Tiandy არის საერთაშორისო ONVIF სტანდარტის ერთ-ერთი შემქნელი კომპანია და როგორც დამსახურებული წევრი შედის აღნიშნული სტანდარტის დამაარსებლების სიაში, რომელთა რიცხვი შეადგენს მხოლოდ 23 კომპანიას. მაღალი სტანდარტი და საიმედო ხარისხი გარანტირებულს ხდის კომპანიის პროდუქტების მარტივ ინტეგრაციას ბაზარზე არსებულ პოპულარულ ქსელურ მოწყობილობებთან. მიმდინარე კომპანიის საბაზრო წილი შეადგენს 30%-ზე მეტს და მუდმივად იზრდება ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვის ხარჯზე, ხოლო პროდუქციის უმაღლესი ხარისხის გათვალისწინებით, Tiandy აღიარებულია ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერად უსაფრთხოების სფეროში

 

Starlight ტექნოლოგია

Tiandy-ის Starlight ტექნოლოგიით აღჭურვილ ქსელურ კამერებს ახასიათებს მაღალი მგრძნობელობის მქონე ლუქსი, რომელთა მაჩვენებელი შეადგენს მხოლოდ 0.0002 color: Lux ნიშნულს. სტანდარტული ლუქსის პარამეტრების კამერის შემთხვევაში, გამოსახულება ავტომატურად გადადის მონოქრომულ (შავ-თეთრ) რეჟიმზე, ხოლო Starlight ტექნოლოგიის გამოყენებით, ვიდეო გამოსახულება რჩება ფერადი მინიმალური განათების პირობებშიც კი

AI & VCA ტექნოლოგია

ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანია Tiandy აქტიურად ანვითარებს ხელოვნური ინტილექტის AI-ის გამოყენების შესაძლებლობას თავის ქსელურ კამერებში, რაშიც ჩართულია კომპანიის R&D ლაბორატორიის არაერთი კვალიფიციური ინჟინერი და მისი სტრატეგიული პარტნიორი კომპანია Huawei. დღეის მდგომარეობით, კომპანიას უკვე გააჩნია "სმარტ სითის" ინტელექტუალური Tiandi Weiye - ის მიერ დაწერილი პროგრამა, რომელიც AI-ის ქსელური კამერების, მძლავრი ვიდეო სტრუქტურირებული სერვერების და ქლაუდ ტექნოლოგიების მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში ახდენს ათიათასობით ადამიანის სახის რეკონსტრუირებას და იდენტიფიკაციას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტიპებად დაყოფას, სანომრე ნიშნების, ავტომობილის ფერის და ბრენდის ამოცნობას, აგრეთვე პიკის საათებში სავალ ნაწილზე მოძრაობის ტრაფიკის განსაზღვრას. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ Tiandy-ის ქსელური კამერების უმეტეს ნაწილს, გააჩნია ვიდეო ანალიტიკის - VCA ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მაგალითად როგორიცაა: Tripwire / Double Tripwire / Perimeter / Object Abandon / Object Lost / Running / Loitering / Parking / Crowd /Audio Abnormal Detection / Video Abnormal Detection /Face Detection /People Counting /On duty Detection

 

პროექტირება

ჩვენი გუნდი ეფექტურად ახდენს ნებისმიერი სირთულის პროექტის შესწავლას, სწორ დაგეგმარებას, შესრულების ვადის განსაზღვრას, მოდელის ტექნიკური პარამეტრებისა და აპარატურის ზუსტი რაოდენობის დადგენას, ასევე მატერიალური და ადამიანური რესურსების გათვლას მიმდინარე პროექტის წარმატებით რეალიზაციისთვის

 

ინტეგრაცია

ინტეგრაციის პროცესის დროს, ჩვენ ვნერგავთ და ვიყენებთ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მოწინავე ბრენდების აპარატურას, რაც ხელს უწყობს მომხმარებლების მიერ დასახული რთული ამოცანების და მაღალი მოთხოვნების ეფექტურად, ხარისხიანად და რაც მთავარია მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გადაწყვეტას

 

მხარდაჭერა

ჩვენი კომპანიის, GLM GROUP - ის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება 2 წლიანი ქარხნული გარანტია, რაც 24 საათიან ტექნიკურ მხარდაჭერასთან და მომხმარებელზე მორგებულ მოქნილ სერვისებთან ერთად, მოგცემთ საშუალებას დაზოგოთ თქვენი დრო და მიიღოთ მაღალი ხარისხის სწრაფი მომსახურება

გადაწყვეტილებები

Tiandy -ის პროდუქციის ფართო ასორტიმენტიდან, მაღალი ხარისხიდან, სტაბილურობიდან და მოქნილი ფუნქციონალიდან გამომდინარე, მარტივად შესაძლებელია მისი პროდუქტების ინტეგრირება ნებისმიერი სირთულის თუ მოცულობის პროექტში. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიმდინარე ტექნიკური მიღწევები ვიდეო უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით წარმატებით გამოიყენება მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტებისთვის, ინდუსტრიული ტიპის გადაწყვეტილებებისთვის და აგრეთვე სპეც პროექტებში LigoWave -ის უსადენო ქსელურ აპარატურასთან კომბინაციაში

სიახლეები